ფინანსური ოფისის პროფესიული რისკები დაზღვეულია ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ

2015 წლიდან აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის პროფესიული რისკები უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი სტანდარტის დანერგვის მიზნით დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი”-ში. აუდიტორული და ბუღალტრული პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური ჯამური ლიმიტი შეადგენს 1 000 000 ლარს. დაზღვევა სრულად მოიცავს და ფარავს ჩვენი მიზეზით ჩვენს კლიენტზე საგადასახადო ორგანოების მხრიდან დაკისრებულ საგადასახადო ჯარიმას და საურავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 4 წელია გასული ფინანსური ოფისის დაარსებიდან დღემდე და ჩვენი მიზეზით კლიენტებზე საგადასახადო ორგანოების მხრიდან დარიცხული საგადასახადო სანქცია არ ფიქსირდება, რაც უდავოდ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პერსონალის დამსახურებაა.



კომენტარის დატოვება