
საწვავის თემატიკა
მენეჯერული აღრიცხვა ეს არის ორგანიზაციის ადმინისტრირების განუყოფელი ნაწილი. იმისათვის, რომ ფირმის მმართველმა მენეჯერმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ეფექტურად წარმართოს კომპანიის საქმიანობა მან სამეურნეო და ფინანსური ჩანაწერების საფუძველზე უნდა მოახდინოს ინფორმაციის ზუსტი დახარისხება და მისი ანალიზი.
ფინანსური ოფისი გთავაზობთ მენეჯერული აღრიცხვის მომსახურების პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს მმართველობითი საკითხების დარეგულირების პროცესს და დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის წინაშე მდგარი ფინანსური საკითხების ეფექტურ გადაჭრაში.
მენეჯერული აღრიცხვა მოიცავს შემდეგ მომსახურებას:
- შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრა ბიზნეს ერთეულების მიხედვით;
- საწარმოს რენტაბელობის კოეფიციენტის განსაზღვრა;
- პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, ფასწარმოება და კონტრიბუციის გამოთვლა;
- CVP ანალიზი (დანახარჯი-მოცულობა-მოგების ანალიზი)
- ნულოვანი მოგების გაანგარიშება
- ინვესტირებული კაპიტალზე ამონაგების ანალიზი (ROI)
- ბიუჯეტირება
აღნიშნული მომსახურების გაწევამდე ხდება დამკვეთის ობიექტის პირველადი შესწავლა.