- ნოემბერი 3, 2016
- კატეგორია: News
კომენტარები ჯერ არ არის
აუდიტორულმა კომპანია ფინანსურმა ოფისმა წარმოადგინა მისი უნიკალური პროდუქტი ბიზნეს ნავიგატორი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ბიზნეს ნავიგატორი განთავსებულია ფინანსური ოფისის FaceBook გვერდზე და მეწარმეებს საშუალებას აძლევს უსასყიდლოდ ისარგებლონ ბიზნესისთვის საჭირო ინსტრუმენტებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო შაბლონები, სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბიზნეს კანონმდებლობა.
ბიზნეს ნავიგატორზე თქვენ ასევე შეძლებთ გაიზიაროთ ფინანსური ოფისის გამოცდილება შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის და მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.