- ნოემბერი 3, 2016
- კატეგორია: News
2015 წლის 1 ივნისს აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი გახდა, რომელიც წარმოდგენილი 240 ფირმით მსოფლიოს 100 ქვეყანაში. ასოციაციის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. MSI Global Alliance დაარსდა 25 წლის წინ და მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.
2015 წლის 2 აპრილს MSI Global Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმოტი ვილსონი ეწვია ფინანსურ ოფისს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა კომპანიის საერთაშორისო სტანდარტები, კომპეტენცია, სტრუქტურა და მისი პოზიცია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. არსებული შეხვედრა დადებითად იქნა შეფასებული MSI Global Alliance-ის მიერ და 2015 წლის 1 ივნისიდან საქართველოში აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი გახდა MSI Global Alliance-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი.
MSI Global Alliance-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ასოციაციის ვებ გვერდს www.msiglobal.org