შემოსავლების სამსახურის საკოორდინაციო საბჭო

შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის ბრძანებით #9887 შემოსავლების სამსახურში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავჯდომარე და ფინანსური ოფისის აუდიტორი მიხეილ ჭელიძე. საბჭო შეიქმნა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეულ ნორმათა განმარტების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით.

როგორც მოგეხსენებათ შემოსავლების სამსახურში მოქმედებს სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მანუალები), აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავება/გადამუშავება და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაცია იქნება საკორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრების მთავარი მიზანი.

საბჭოს მუშაობაში ჩართულები არიან როგორც შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები (საგადასახადო სფეროს ექსპერტები).

იხ. ბმული: http://rs.ge/default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=2703



კომენტარის დატოვება